top of page
წარსულის კვალდაკვალ
"წარსულის კვალდაკვალ" ძალიან სერიოზული პროექტი იყო მესამე კლასელებისთვის. ის განხორციელდა ქართული ენის წიგნში განთავსებული ტექსტების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა საგნების ინტეგრირება: ქართული, ბუნება, ხელოვნება , მუსიკა.
დავამზადეთ 3 განზომილებიანი საქართველოს რუკა, აფიშა, მოსაწვევები, დეკორაციები. მოქმედება სცენარში ხდება არგონავტებიდან ილიამდე.
სპექტაკლზე ვმუშაობდით ერთი თვის განმავლობაში.
სპექტაკლზე მოვიწვიეთ მთელი ქალაქი პედაგოგები, კულტურის განყოფილებიდან, მშობლები, ჟურნალისტები.
ყველა აღფრთოვანებული დარჩა პროექტით. ჩვენი ნაშრომი 3 განზომილებიანი რუკით მიგვიწვია რუსთვი-2 ის გადაცემამ "სხვა შუადღე",
გავხდით საერთაშორისო პროექტების გამარჯვებული
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მშობელსა და მოსწავლეს, რომ არ დაიღალნენ და ჩემთან ერთად იღწეს დაუღალავად...
სამწუხაროდ 9 წლის წინანდელი აფიშის, მოსაწვევის ფოტომასალა აღარ დამრჩა..
bottom of page