top of page

ყველაფერი

"ყინულის დედოფალზე"

ჯერ კიდევ მეორე კლასის დასასრულს დავაანონსე მესამე კლასში სპექტაკლის  დადგმა.

გააზრებული მქონდა, 

რომ ადვილი არ იქნებოდა ამ სპექტაკლზემუშაობა. 

ჯერ ერთი იმიტომ,  რომ გამოხატული მთავარი გმირები ჰყავს, მეორეც ყველას: მშობელსაც და მოსწავლესაც ძალიან სურს მთავარი როლის თამაში. ამასთანავე მახსოვს, რომ შეუძლებელია დააკმაყოფილო ყველა ბავშვის და მშობლის სურვილი. 

მესამე: ყველას დააჯერო,  რომ მთავარი არა ბევრი სიტყვის თქმა, არამედ როლის სრულფასოვნად გადმოცემაა.

მეოთხე : როგორ ვიშოვოთ კარგი ფორმები იაფად?

როგორ ვაჩენოთ ყველას ჩვენი სპექტაკლი?

ყველა სწორად გაიგებს ნათქვამს თუ ბევრი დამრჩება გულდაწყვეტილი?

პროექტი მოითხოვს დიდ დროს, საგნებს ქართულს, ხელოვნებას, მუსიკას, ისტ- ტექნოლოგიებს. 

საჭიროა მშობლების , პედაგოგების, მოსწავლეების თანადგომა..

აქტივობები

პირველი აქტივობა, რაც ამ პოროექტში განვახორციელე იყო ზღაპრის წაკითხვა, ავტორის გაცნობა. 

მსჯელობა- რა იყო აქ კარგი, რომელი გმირი მოეწონათ და რატომ?

მაგრამ ეს ყველაფერი იყო ზღაპრული სამყაროს წარმოდგენითი ვერსია.

მომდევნო ნაბიჯი გახლდათ ამ ზღაპრის მიხედვით ანიმაციებისა და სპექტაკლების ნახვა.  ვერსიების შედარება , რომელი ვერსია სჯობდა და რატომ?

შემდეგ დავწერე სცენარი და წავუკითხე ბავშვებს, პარალელურ რეჟიმში მათ უნდა შეეფასებინათ სცენარი და ჩაესწორებინათ ის არგუმენტირებული მსჯელობის შემდეგ. აქვე შეიძლებოდა უფრო სასურველი პერსონაჟის ჩამატებაც.

ამ ყველაფრის შემდეგ უნდა მოგვეწყო როლების განაწილება. ყველას უნდა დაესახელებინა ერთი როლი და დაემტკიცებინა , რომ ამ როლს იმსახურებდა, თუ ამას ვერ შესძლებდა , მაშინ 

  

 შეთავაზებულ როლს უნდა დათანხმებოდა.

ბევრ ბავშვს გაუჭირდა სასურველი როლის მოპოვება. ბევრმაც შეძლო

გამარჯვება. ყველაზე რთული გერდას და კაის როლები მუსიკის მასწავლებლისა და კლასის ნდობით აღჭურვილმა მოსწავლეებმა მოიპოვეს, მაგრამ წინ მაინც ბევრი რამ რჩებოდა გასაკეთებელი.

ამჯერად უკვე საჭირო იყო ტექსტების, ლექსების, მელოდიებისა და  ცეკვის მოძრაობების დასწავლა.

საბოლოო აკორდი ცალკეულ დეტალებად დაჭრილი სცენარის აწყობა იყო. ესეც მოხერხდა ! ..

რჩებოდა ფორმები, და თანამიმდევრობის დამახოსვრება. რა თქმა უნდა ბავშვებმა დაამზადეს, მოსაწვევევბი, აფიშა, ბილეთები...

ამ ყველაფრის შემდეგ ჯერი დიდი სცენის მოპოვებაზე მიდგა.  ესეც შევძელით! 

მოწველულ სტუმრებთან გამოჩენილი სასცენო უნარების გამო, კლასი მთელმა სკოლამ იხილა !!! 

bottom of page